მოგესალმებათ Mozilla
სანდო ტექნოლოგიებით დაწყებული, ხალხის ციფრული უფლებების უზრუნველმყოფი დებულებებით გაგრძელებული, ჩვენთვის უწინარესი თქვენ ხართ და იქნებით — მუდამ.
კვლავ შეიყვარეთ ინტერნეტი
გათავისუფლდით ტექგიგანტებისგან — ჩვენი პროდუქტები მოგცემთ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პირადულობის დაცვით გამოყენების შესაძლებლობებს.
- Firefox: სანიმუშო საშუალება გვერდების მოსანახულებლად სწრაფად, პირადულობითა და სრულად მართვის შესაძლებლობით.
- Thunderbird: გაიიოლეთ საქმე თქვენი ყველა ელფოსტის, კალენდრისა თუ სატელეფონო წიგნაკის ერთად თავმოყრით.
- Mozilla VPN: დატოვეთ თქვენი ადგილსამყოფელი და ინტერნეტთავგადასავლები პირადი — გაუშვით პირდაპირი ეთერები ისე, თითქოს ადგილობრივი იყოთ, ნებისმიერ მხარეში.
- Mozilla Monitor: გამოიჩინეთ წინდახედულება, თუ თქვენს პირად ინფორმაციას საფრთხე დაემუქრება და აღკვეთეთ წვდომა, როგორც გამოცდილმა.
- Firefox Relay: შენიღბეთ თქვენი ელფოსტა და ტელეფონის ნომერი, რომ მხოლოდ სასურველი შეტყობინები მიიღოთ.
გაიღეთ შემოწირულობა – Mozilla Foundation
Mozilla Foundation ქმნის მომავალს, რომელშიც ტექნოლოგია იქნება ხალხის ძალით მართული და იმთავითვე ღია მოწყობის მქონე. სწორედ ამიტომ ვასაზრდოებთ ერთობაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს საყოველთაო გავრცელებით, განათლებით, დაფინანსებითა თუ სიახლეების დანერგვით – რათა უზრუნველვყოთ, რომ ტექნოლოგიების მომავალი იყოს საყოველთაოდ სასიკეთო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომით იქნება შესაძლებელი.
ჩვენ ვართ არამომგებიანი და ვამაყობთ ამით. გსურთ დღესვე დაეხმაროთ შემოწირულბოით Mozilla?

შემოუერთდით მოძრაობას:
AI ხალხისთვის
ჩვენი მიზანია, გავუადვილოთ ხალხს შემუშავება და თანამშრომლობა ღია წყაროს მქონე და სანდო AI-საშუალებების შექმნისთვის.
Common Voice

შემოგვწირეთ თქვენი ხმა, რომ სამეტყველო ტექნოლოგიები გახდეს მეტად საყოველთაო და ხელმისაწვდომი.
მოგვაწოდეთ თქვენი ხმის ჩანაწერები
შეიძლება ხელოვნური გონი იყოს სანდო?

სამყაროში, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვა ვიწრო ჯგუფის ხელშია, ერთპიროვნული ზედამხედველობის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ღია წყაროს ცნებებს თუ დაუახლოვდება AI, მაშინ შესაძლებელი გახდება ამ ყველაფრის შეცვლა.
უყურეთ ახლავე
Lumigator

მონახეთ LLM თქვენი საჭიროებებისთვის შესაფერისი გამოყენების პირობებითა და მონაცემებით.
დაიწყეთ
Mozilla Ventures

წამოწყება გაქვთ, რომელიც ადრეულ საფეხურზეა? წარადგინეთ თქვენი კომპანია და Mozilla Ventures უზრუნველყოფს მის დაფინანსებას, მომავლისა და ხელოვნური გონის დადებითი კუთხით განვითარებისთვის.
ვრცლად
Mozilla Builders

Mozilla Builders ეხმარება დამოუკიდებელ შემმუშავებლებს, შექმნან ახლებური სახის ღია წყაროს მქონე AI-პროექტები ცალკეული თანამშრომლობის, დაპროგრამებისა და საზოგადოებების მეშვეობით.
ვრცლად
თქვენ, ხელოვნური გონი და ინტერნეტი – რა ხდება სინამდვილეში?
-
სახეობასაკითხიშესავალი
-
სტატიაპირადულობა და უსაფრთხოებაგაიცანით Anonym: პირადულობის უზრუნველმყოფი ციფრული რეკლამა ახალ დონეზე.
-
სტატიახელოვნური გონიერებაშემოქმედებითი (GenAI) ხელოვნური გონის საშუალებების უსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა.
-
ჩანაწერიხელოვნური გონიერებაჰოლივუდიდან დაწყებული ჰიპ-ჰოპით დამთავრებული, ხელოვანები მოლაპარაკებებს აწარმოებენ AI-ს გამოყენების ნებართვის შესახებ.
-
ვიდეოახალი ამბებიMozilla გაგაცნობთ სიახლეების შემოქმედ ხალხს დოკუმენტური ფილმების ახალ წყებაში, სახელწოდებით „Firefox წარმოგიდგენთ“.
-
ჩანაწერიხელოვნური გონიერებატექგიგანტების ძალაუფლება ენის საშუალებებზე, ნიშნავს ძალაუფლებას ხალხზე. ბრიჯიტ ტოდი ესაუბრება ენების წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებს, როგორ გაიკვალონ გზა საკუთარი ენებისა თუ კუთხური მეტყველებისთვის ხელოვნური გონის განვითარების საქმეში.
-
ჩანაწერიხელოვნური გონიერებარატომ ჩანს ისე, თითქოს ხელოვნური გონის საყოველთაო ცდების მონაწილენი ვართ? როგორი უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიების გამოცდის საპასუხისმგებლო გზები? ბრიჯიტ ტოდი განიხილავს, თუ რას ნიშნავს ცხოვრება დაუხვეწავ AI-სისტემებთან, რომლებიც მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას საჯაროდ გამოშვებისთანავე.
-
სტატიაპირადულობა და უსაფრთხოებაბავშვები იზრდებიან ინტერნეტზე ზედმეტად დამოკიდებულ სამყაროში. რა შეიძლება მოიმოქმედონ შეშფოთებულმა მშობლებმა?
რა მდგომარეობაშია Mozilla
Mozilla ცდილობს სრულიად გარდაიქმნას, მოიცვას მრავალი დარგი სხვადასხვა დაწესებულებების მეშვეობით, ახლებური გზებით მიაწვდინოს ხალხს ხმა და შექმნას ღია წყაროს მქონე ხელოვნური გონის ეკოსისტემა. გაეცანით Mozilla-ს მდგომარეობას 2024 წლის მოხსენებაში.
2024
გამოიკვლიეთ საკითხები, რომლებიც აყალიბებს ინტერნეტის მომავალს
*არ შეიცავს პირადულობას

მოიძიეთ ჩვენი მიმოხილვები და იხილეთ, რომელი მოწყობილობები ხელყოფენ თქვენს მონაცემებს უჩუმრად და შეუმჩნევლად.
მოიძიეთ ახლავე
IRL-პოდკასტი

მრავალი ჯილდოს მფლობელი ჩვენი პოდკასტი წარმოგიდგენთ სამყაროს უკეთესობისკენ გარდაქმნის მსურველებს, რომლებიც იღწვიან ინტერნეტის უსაფრთხოებისა და ხელოვნური გონის სანდოობის გაუმჯობესებისთვის.
მოუსმინეთ ახლავე