Firefox თუ Brave
Firefox თავისი პირადულობის დაცვის შესაძლებლობებით მძლავრი და ადვილი გამოსაყენებელია. Brave კი ნაგულისხმევი რეკლამების შემზღუდავით ზოგჯერ ვერ ახერხებს მონახულებული გვერდის სათანადოდ ჩვენებას, რის გამოც გიწევთ წვრილმანებში დროის კარგვა. ჩვენი მიზანია, პირადულობის დაცვა გავხადოთ საკმარისად მოსახერხებელი, რომ შეგეძლოთ მისით სარგებლობა.
Firefox გიადვილებთ საძიებოს არჩევას ყოველი გამოყენებისას. Brave კი ნაგულისხმევად აყენებს საკუთარ საძიებოს და გიწევთ ბრაუზერის პარამეტრებში ძრომა სხვა რამის შესარჩევად.
Firefox საშუალებას გაძლევთ, დაშიფროთ შენახული პაროლები, ხოლო მათთან წვდომისთვის გამოიყენოთ მთავარი პაროლი; თქვენი პაროლები დაცულია იმ შემთხვევაშიც, თუ კომპიუტერის სხვასთან გაზიარება გიწევთ. Brave არ იცავს თქვენს პაროლებს მსგავსი საშუალებით.
ჩვენ ასევე გთავაზობთ იოლად გამოსაყენებელ შესაძლებლობებს, მათ შორის:
- PDF-ის ჩასწორება პირდაპირ თქვენი Firefox-ბრაუზერის ფანჯარაში – სხვა პროგრამები არ დაგჭირდებათ.
- გვერდის თარგმნა მოწყობილობაშივე და პირადულობის დაცვით.
გადმოსვლა ადვილია
Firefox-ზე გადასვლა ადვილად და სწრაფად ხერხდება — გადმოიტანეთ თქვენი Brave-ის სანიშნები, პაროლები, ისტორია თუ სხვა პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე შეძლებთ გამოიყენოთ Firefox. იხილეთ, როგორ გადმოიტანოთ Brave-ის მონაცემები.