Firefox სულ უფრო სწრაფდება
რით იზომება ბრაუზერის სისწრაფე?
ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საშუალებას ბრაუზერის წარმადობის შესამოწმებლად ვებპროგრამის რეაგირების სისწრაფის კუთხით, ეწოდება Speedometer. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუზერის წარმადობის შესამოწმებელი სხვა საშუალებებიც არსებობს, Speedometer 3 ახალი სტანდარტია გვერდების მოხერხებულად მონახულების საზომად. ბოლო შემოწმებები უკეთ ასახავს ვებსივრცის დღევანდელობას — გამოსახულებებით სავსე სქემებთან მუშაობას, ტექსტების ჩასწორებას, რთულ და მძიმე ვებგვერდებთან ურთიერთობას, როგორიცაა ახალი ამბების საიტები — და ბრაუზერის წარმადობის გაზომვის სრულ სურათს აჩვენებს.
ახალი Speedometer 3 წარმადობის შესამოწმებლად პირველი ამდაგვარი ხელსაწყოა, რომელიც შემუშავებულა ყველა მოწინავე ბრაუზერის ურთიერთთანამშრომლობით, ვებსამყაროს საერთო სარგებლიანობის ზრდისთვის.
მეტად სწრაფი ყოველდღიურად
Firefox აღჭურვილია მსოფლიო დონის ძრავათი, სახელწოდებით Gecko, განსაცვიფრებელი სისწრაფით გვერდების გაფორმებისა და განლაგების გამოსახვისთვის, თანამედროვე JavaScript-შესაძლებლობებისა და გაუმჯობესებული წარმადობის დაუსრულებელად მიწოდებით, რომ მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი დარჩნენ და ვებსამყაროს წინსვლაც არ შეჩერდეს.
ყველა ბრაუზერი ეცადა გაუმჯობესებას, სანამ ახალი Speedometer 3 გამოჩნდებოდა შესამოწმებლად. განსაკუთრებით წინსვლით კი გამორჩეული აღმოჩნდა Firefox მომხმარებლებისთვის შესამჩნევი სისწრაფით, ამ მუშაობის პირდაპირი შედეგით. Firefox არნახულად სწრაფია, რასაც ნამდვილად შეიგრძნობთ გვერდების მყისიერად გახსნისა თუ საიტზე ურთიერთქმედების სიმსუბუქით.
მეტად სწრაფი ვებსამყაროსკენ
Mozilla მიისწრაფვის როგორც ბრაუზერის, ასევე მთლიანი ვებსივრცის განვითარებისკენ. სწორედ ამიტომ შევიტანეთ წვლილი თანამშრომლობაში, რომ შემუშავებულიყო Speedometer 3, რომელმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ყველა ბრაუზერის წარმადობის ზრდას. ასე რომ, რომელ ბრაუზერსაც არ უნდა იყოს ირჩევდეთ, Mozilla ცდილობს, რომ უზრუნველყოს მისი სისწრაფე.