პაროლის უფასო მმართველი
Firefox უსაფრთხოდ ინახავს თქვენს სახელებსა და პაროლებს საიტებთან წვდომისთვის, ავტომატურად შეავსებს მათ თქვენ ნაცვლად მომდევნო შესვლისას და საშუალებას გაძლევთ, მართოთ თქვენი შენახული მონაცემები პაროლების მართვის ჩაშენებული შესაძლებლობით.
უფასო Mozilla-ანგარიშით შეგეძლებათ თქვენი პაროლების უსაფრთხოდ დასინქრონება ყველა თქვენს მოწყობილობაზე. ასევე წვდომა გექნებათ Mozilla-ს პირადულობის უზრუნველმყოფ ყველა სხვა ნაწარმზეც.
პაროლის თვითშევსება, მარტივად შესვლისთვის
Firefox ავტომატურად მოახერხებს შეავსოს ველები დამახსოვრებული სახელითა და პაროლით. თუ საიტისთვის ერთზე მეტი ანგარიში გაქვთ, მხოლოდ აირჩიეთ სასურველი მათგანი და შესაბამის მონაცემებს გამოიყენებს.
პაროლების გადმოტანა
გადმოტანის მეგზურის საშუალებით შეგიძლიათ ადვილად (ჯადოსნურად) გადმოიტანოთ სახელები და პაროლები, რომელთაც ინახავს Chrome, Edge, Safari ან სხვა ბრაუზერები. მიუთითეთ პაროლები მენიუდან და შემდეგ დაწკაპეთ „გადმოიტანს Firefox“ ანგარიშებისა და პაროლების გვერდის ბოლოში.
აღარავითარი ერთი და იმავე პაროლის გამოყენება
Firefox შექმნის მძლავრ, განსხვავებულ პაროლს ვებგვერდის ყოველი ანგარიშისვთის — შედეგად, თუ თქვენს რომელიმე პაროლს ვინმე ხელყოფს მონაცემთა მიტაცებისას, ზიანი მიადგება მხოლოდ ერთ ანგარიშს და სხვებს არ შეეხება.
პაროლების უსაფრთხოების შესახებ ცნობება
Firefox გაცნობებთ, თუ პაროლი გამჟღავნდება მონაცემების მიტაცებისას, ასე რომ, შეგეძლებათ მისი შეცვლა მანამ, სანამ შემტევები მოახერხებენ ლამბო იქირაონ თქვენი საკრედიტო ბარათის გამოყენებით.