Firefox-ბრაუზერის სინქრონიზაცია
Firefox-ით შეგიძლიათ განაგრძოთ იქიდან, სადაც გაჩერდით, როცა კომპიუტერიდან გადაერთვებით მობილურ ტელეფონსა თუ პლანშეტზე. Firefox საშუალებას გაძლევთ, იხილოთ თქვენი სანიშნები, გვერდების ისტორია, შენახული პაროლები და ა. შ. რომელი მოწყობილობითაც არ უნდა სარგებლობდეთ.
შექმენით უფასო Mozilla-ანგარიში და შეგეძლებათ თქვენი მონაცემების სინქრონიზაცია ყველგან, სადაც გიყენიათ Firefox და სხვა Mozilla-პროდუქტები.
თქვენი ყველა მონაცემი დაშიფრულია ჩვენს სერვერებზე, ასე რომ მათ ვერ ვიხილავთ – მხოლოდ თქვენ გაქვთ წვდომა. ჩვენ არ ვყიდით თქვენს მონაცემებს რეკლამის განმთავსებლებზე, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მონაცემების პირადულობის პირობას.
გაგზავნეთ ჩანართები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე
ჩანართის გაგზავნის შესაძლებლობა Firefox-ში საშუალებას გაძლევთ, გააგზავნოთ გვერდები ერთი მოწყობილობის Firefox-იდან სხვა მოწყობილობებზე (მაგალითად iPhone-ზე, iPad-ზე ან Android-ზე). ტელეფონში თვალიერებისას აღმოაჩინეთ სტატია, რომლის წაკითხვაც გსურთ სამუშაო მაგიდასთან დაბრუნებისას? ან სამსახურში მიღებული მნიშვნელოვანი მასალა გსურთ შეინახოთ სახლში მისვლისას? ანდა, ნოუთბუქზე წააწყდით მომზადების წესს, რომლის გადატანაც გსურთ სამზარეულოს პლანშეტზე. გაგზავნეთ ჩანართი!